ვაშინგტონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჯეფ რატკეს განცხადებით, სახელმწიფო მდივან ქერის რუს კოლეგასთან საუბრისას პრეზიდენტ ობამასთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, ქერის სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით კი ლავროვმა დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია. ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის დეტალები სერგეი ლავროვმა გუშინ გაახმაურა. როგორც რუსეთის პირველი დიპლომატი ირწმუნება, ქერიმ მას ურჩია, ობამას განცხადებებისთვის ყურადღება საერთოდ არ მიექცია. ლავროვისა და ქერის შეხვედრამდე თეთრი სახლის ლიდერმა ებოლას ვირუსი და უკრაინაში რუსეთის აგრესია მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები