ჯასტინ ბიბერის ბებია და ბაბუა კანადაში იმ სახლს ყიდიან, რომელიც პოპ-ვარსკვლავმა ბავშვობა გაატარა. Daily Mirror-ის ინფორმაციით, ონტარიოს ქალაქ სტრეტფორდში მდებარე სახლი 246 ათას დოლარადაა შეფასებული. ჯასტინის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ არარეალურად მაღალ ფასად სახლს პოპ-ვარსკვლავის რომელიმე ფანი შეიძენს. ამჟამად ჯასტინ ბიბერი კალიფორნიაში ქალაქ კალაბასში ცხოვრობს.