უკრაინის არმია დამატებით შეიარაღებას მიიღებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე თქმით, უახლოეს ხანებში უკრაინის შეიარაღებული ძალები 12,7 მილიმეტრიანი კალიბრის სნაიპერულ კომპლექსებითა და ჯავშანსაწინააღმდეგო ტანდემური დანადგარებით აღიჭურვება. ავაკოვის განცხადებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, 10 ტანკი იქნა შეძენილი.
მასალის გამოყენების პირობები