რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის დეტალებს ახმაურებს. სერგეი ლავროვის მტკიცებით, ჯონ ქერიმ მას ურჩია, პრეზიდენტ ობამას განცხადებებისთვის ყურადღება არ მიექცია.
„მე მას ვთხოვე განმარტებები თეთრი სახლის ლიდერის განცხადებაზე, რომელიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე გააკეთა. მან კი მითხრა: ნუ მიაქცევ ყურადღებას,"-განაცხადა სერგეი ლავროვმა.
საუბარია აშშ პრეზიდენტის მიერ გაეროში გაკეთებულ განცხადებაზე, როდესაც ობამამ ებოლის ვურუსი და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დაასახელა.