მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ეთნიკური ქურთებით დასახლებული ქალაქი ერბილი გახდა. დანღმული მანქანა ქალაქის ადმინისტრაციულ შენობასთან აფეთქდა. ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. მიუხედავად იმისა, რომ ქურთები „ისლამისტური სახელმწიფოს" მებრძოლებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ, ერბილი ერაყის ქურთისტანში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა.