ყაზახეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. სერიკ ახმეტოვს პროკურატურა კორუფციაში ადანაშაულებს. ახმეტოვი 2011 წელს ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, 2012 წლიდან კი მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგა სათავეში. 2014 წელს ის ჩამოაქვეითეს და თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნეს. გადადგომის შესახებ მან ოფიციალური განცხადება 22 ოქტომბერს გააკეთა.