უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით ობტიმიზმის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კრიზისის დარეგულირება ძალისმიერი გზით შეუძლებელია. რუსეთს შეუძლია აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების ესკალაცია შეაჩეროს. აქ სწორედ იმისთვის ჩამოვედი, რომ რუსეთის ხელისუფლება ამაში დავარწმუნო, თუმცა ჯერჯერობით ობტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს,"-განაცხადა ფრანკ-ვალტერ სტაინმაიერმა.
მასალის გამოყენების პირობები