სადესანტო ვეტმფრენმზიდ „მისტრალ ვლადივასტოკზე" რუსული ეკიპაჟი ავიდა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Ouest France იტყობინება. გაზეთში სენ-ნაზერის პორტში მყოფი ხომალდის ფოტოც გამოქვეყნდა, რომელზეც რუსი მეზღვაურები ჩანან. ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია სამხედრო-დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო „ინტერფაქსმაც" გდაადასტურა. ამ დროისათვის სენ-ნაზერში 550 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებსაც ფრანგულმა მხარემ „მისტრალი" უნდა გადასცეს, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო პარიზს რუსეთისთვის სამხედრო გემების გადაცემის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მასალის გამოყენების პირობები