ბრიტანეთში გავრცელებული ფრინველის გრიპის შტამპი დადგენილია. ვირუსი, რომელიც აღმოსავლეთ იორკშირის ბატების ფერმაში გავრცელდა, H5N8-ა. ბრიტანეთის გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ვირუსი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დაავადებულ ფრინველებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში შესაძლოა მუტაცია განიცადოს. იორკშირის ფერმაში სანიტარული სამსახურის განკარგულებით 6 ათასამდე ფრინველი გაანადგურეს.
მასალის გამოყენების პირობები