ბობ მარლი მარიხუანას შემცველი პროდუქციის სახე გახდება. რეგის ლეგენდარული შემსრულებლის ოჯახმა და სიეტლის საინვესტიციო კომპანიამ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. Marley Natural-ის ბრენდით გაყიდვაში კანაბინოლის შემცველი პროდუქცია: იამაიკური მარიხუანა, აქსესუარები და კოსმეტიკა გამოვა, რომელსაც ბობ მარლის ლოგო დაამშვენებს. ბრენდის ლოგოტიპი სააგენტო Heckler Associates-მ შექმნა, რომელსაც New Balance-სა და „სტარბაქსის" ლოგოების დიზაინიც ეკუთვნის.
მასალის გამოყენების პირობები