მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ჩეხეთის პრეზიდენტი რუსი კოლეგის მიმართ სიმპატიას არ მალავს. მილოშ ზემანმა ვლადიმერ პუტინი პრაღაში ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე მიიწვია. ღონისძიება ჩეხეთის დედაქალაქში 15 ნოემბერს გაიმართება. პრორუსული განცხადებების გამო ზიმანს პრაღაში უსიამოვნო სიურპრიზი უკვე მოუწყვეს. ხავერდოვანი რევოლუციის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პრეზიდენტს კვერცხები ესროლეს, რის გამოც არამხოლოდ ზემანი, არამედ ჩეხეთში სტუმრად მყოფი გერმანიის პრეზიდენტი იოჰან გაუკიც დაზარალდა.
მასალის გამოყენების პირობები