უკრაინის პრემიერ-მინისტრი დონბასში შექმნილ ჰუმანიტარულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. საგანგებო განცხადება არსენი იაცენიუკმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ ერნ სოლბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„დღესდღეობით დონბასში სურსათის შეტანისა და სოციალური დახმარებების გაცემის საკითხი მთლიანად კრემლზეა დამოკიდებული. ის, რომ დღეს დონეცკი და ლუგანსკი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას, არა ჩვენი, არამედ რუსეთის ხელისუფლების ბრალია. თუ მოკსოვი მინსკის პროტოკოლით აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს და დონბასიდან ჯარებს გაიყვანს, აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება. ამიტომ, რაც უფრო მალე გაეთრევიან რუსი სამხედროები, მით უფრო მალე გამოსწორდება იმ ადამიანების ცხოვრების პირობები, რომლებიც იმპერიული ამბიციების მსხვერპლნი გახდნენ,"-განაცხადა იაცენიუკმა.
მასალის გამოყენების პირობები