პალესტინის სახელმწიფოს პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი სამშაბათს სინაგოგის შენობაში განხორციელებული ტერაქტის ფაქტს გმობს, რომლის შედეგადაც ისრაელის 4 მკვიდრი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
,,ჩვენ ვგმობთ სინაგოგის მლოცველებზე თავდასხმას, რაც ორმა პალესტინელმა ჩაიდინა. ვგმობთ, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის ფაქტს, მიუხედავად იმისა, ვინ დგას ამ ქმედების უკან." - ნათქვამია აბასის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამ დილით იერუსალიმში, ხარ-ნოფის რაიონში მდებარე სინაგოგაში ორი შეიარაღებული არაბი შეიპარა, რომელღთაც მლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს.
მოკლულია ოთხი და დაჭრილია ისრაელის რვა მოქალაქე.