მოსკოვი არ აპირებს, დასავლეთს სანქციების მოხსნაზე ეხვეწოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბელარუს დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„სანქციები ჩვენი არჩევანი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ხვეწნას. ისინი ჩვენ მუდმივად მიგვანიშნებენ, რომ სანქციების მოხსნის სანაცვლოდ მათი კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ, ანუ ის გავაკეთოთ, რაც მათ სურთ. ჩვენ კი ასე არ ვთამაშობთ,"-განაცხადა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.