„ჰამასი" ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმების გახშირებას მიესალმება. რადიკალური დაჯგუფების ლიდერთა განცხადებით, სინაგოგაზე დღეს დილით განხორციელებული თავდასხმა, რომელმაც 4 ადამიანი იმსხვერპლა, პალესტინელი მძღოლის, იუსუფ ალ რამუნის მკვლელობის საპასუხოდ განხორციელდა.
ალ რამუნი გასულ კვირას საკუთარ ავტობუსში გარდაცვლილი იპოვეს. ებრაული მხარის განმარტებით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, პალესტინური მხარე კი მძღოლის მკვლელობაში ებრაელებს ადანაშაულებს. სინაგოგაზე თავდასხმას რამდენიმე წუთის წინ ისრაელის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ბენიამინ ნეთანიაჰუ რადიკალებს ადექვატური პასუხით დაემუქრა.