კიევი დონბასის სოციალურ-ეკონომიკურად გადადგურებას ცდილობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, მათთან დიალოგის ნაცვლად, ვინც უკრაინაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას არ აღიარებს, კიევმა კურსი სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განადგურებისკენ აიღო, რაც კრიზისის ძალისმიერი მოგვვარების მცდელობის საფრთხესაც ქმნის. ეს კიევის დასავლელმა პარტნიორებმაც კარგად უნდა გაათვიცნობიერონ. კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ კიევს შიდა პოლიტიკური დიალოგის დაწყებისკენ,"-აღნიშნა ლავროვმა.
სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში კიევმა სოციალური დახმარებების გაცემა 15 ნოემბრიდან შეწყვიტა. ასევე შეწყვეტილია საბანკო და საბიუჯეტო დაწესებულებების მომსახურება.