ყაზახეთში რამდენიმე სახეობის რუსული არყისა და ლუდის გაყიდვა აიკრძალა. ეკონომიკის სამინისტროს განკარგულებით, სავაჭრო დაწესებულებებში რამდენიმე კომპანიის, მათ შორის, „ტალკას," „იმპერიის," „რუბლიოვკისა" და „პოსოლსკის" მიერ წარმოებული პრუდუქცია აღარ გაიყიდება. აკრძალულ სასმელებში ლუდი „ჟიგულიოვსკოე" და „ჟიგულიც" მოხვდა. ამის მიზეზად ყაზახური მხარე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საბაჭო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტთან შეუსაბამობას ასახელებს.
მასალის გამოყენების პირობები