ქაბულში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ერთ-ერთი უცხოური კომპანია გახდა. კომპანიის ოფისთან დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. წინასწარი ვერსიით, ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარზე პასუხისმგებლობა კი „თალიბანის" რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.