მორიგი ტერორისტული აქტი ისრაელში. იერუსალიმის გარეუბანში მდებარე სინაგოგას თავს შეიარაღებული პირების ჯგუფი დაესხა.
თავდამსხმელებმა მლოცველებს დანებითა და ნაჯახებით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს.
ინციდენტს 5 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
ორი თავდამხმელი პოლიციის მიერ ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.