ჩეხეთის პრეზიდენტს პრაღაში კვერცხები ესროლეს. ხავერდის რევოლუციის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გამოსულ ათობით ათას ადამიანს მილოშ ზემანმა სიტყვით მიმართა, თუმცა თანამემამულეებმა მას უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეს. დემონსტრანტებს ხელში წითელი ბარათები ეჭირათ, რომელიც პრეზიდენტს დემონსტრაციულად უჩვენეს. ამით მათ ზემანის პრორუსული განცხადებები გააპროტესტეს. ამის შემდეგ აქტივისტთა ერთმა ჯგუფმა პრეზიდენტს კვერცხები დაუშინა, რის გამოც არამხოლოდ ზემანი, არამედ ჩეხეთში სტუმრად მყოფი გერმანიის პრეზიდენტი იოჰან გაუკიც დაზარალდა. დაცვის თანამშრომლები ორი ქვეყნის ლიდერების დაცვას ქოლგებით შეეცადნენ. მილოშ ზემანს ჩეხი ნაციონალისტები რუსეთის მიმართ სიმპატიის ღია გამოხატვაში სდებენ ბრალს. გასულ კვირას ჩეხეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არაეფექტურია, უკრაინა კი სამოქალაქო ომის პირობებში დასავლეთისგან დახმარებას არ უნდა იღებდეს.
მასალის გამოყენების პირობები