ლონდონი უკრაინაში 10 დაჯავშნულ მანქანას გაგზავნის. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხო მანქანებით ეუთოს დამკვირვებლები ისარგებლებენ. გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინაში დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდასაც გეგმავს. ეუთომ სამონიტორინგო მისიის გაზრდის გადაწყვეტილება 2 კვირის წინ მიიღო. დამკვირვებელთა რაოდენობა სავარაუდოდ 500 კაცამდე გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები