უნგრეთის მოსახლეობა კორუფციას აპროტესტებს. მასშტაბური საპროტესტო აქცია ბუდაპეშტსა და ქვეყნის 20-მდე ქალაქში გაიმართა. მანიფესტანტებმა პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. ანტოკორუფციული გამოსვლები უნგრეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც შეერთებულმა შტატებმა კორუფციაში ბრალდებული საგადასახადო უწყების ხელმძღვანელი ივადიკო ვიდუ "პერსონა ნონ გრატედ" გამოაცხადა. ამის შემდეგ ოპოზიციამ მინისტრის გადაყენება მოითხოვა, რაზეც ორბანმა კატეგორიული უარი განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები