ინფლაცია რუსეთში მოსალოდნელზე მაღალი იქნება. ამის შესახებ ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა განაცხადა. მისივე განმარტებით, წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი 7,5 პროცენტს შეადგენს, მომავალი წლის პირველ კვარტალში კი 10 პროცენტამდე გაიზრდება. ინფლაციის ზრდას საერთაშორისო ექსპერტები ნავთობის გაიაფებასა და დასავლეთის სანქციებს უკავშირებენ.
მასალის გამოყენების პირობები