დღეს, 18 ნოემბერს, 9: 30 საათზე,  თბილისში, სასტუმროში "Rooms Tbilisi" (მ. კოსტავას ქ. N14), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტისა და CENN ორგანიზებით ტარდება კონფერენცია თემაზე ,,კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა". 
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტიდან აცნობეს კონფერენციის მიზნებია:საქართველოშიკლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გამოვლენა სოფლის მეურნეობის კუთხით;ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების ხედვა და სამომავლო გეგმები;მიმდინარე სამუშაოები მდგრადი სოფლის მეურნეობისა და კლიმატის ცვლილების ადაპტაციის მიმართულებით;სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების ერთიან ქმედებებზე შეთანხმება საქართველოში კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის;სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებში გადაწყვეტილებების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის შესახებ.