ემზარ კვიციანის ოჯახის ბრალდებას, რომ პოლიტპატიმართა სიიდან ემზარ კვიციანის საქმე ორჯერ, შეგნებულა იქნა ამოღებული, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხობს.
მისი განმარტებით, კვიციანის განცხადება კომისიაში დაგვიანებით შევიდა და ის დამატებით სიაში მოხვდა, რომელიც პროკურატურას გადაეგზავნა.
"კომიტეტმა, სპეციალური კომისის მუშაობის ვადის დასრულების შემდეგ, შემოსულ განცხადებებზე მუშაობა გააგრძელა. თებერვალში გავაგზავნეთ მთვარ პროკურორთან 31 საქმე, მათ შორის იყო ემზარ კვიციანის საქმე, სადაც მივუთითეთ, რომ იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური მოტივები, იყო წინა პერიოდში ჩადენილი პროცესუალური დარღვევები და საჭირო იყო ფაქტების გადამოწმება.
იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო ყურადღებით განიხილავს საქმეში არსებულ გარემოებებს და და მიიღებს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა ბესელიამ.
ემზარ კვიციანის ოჯახი კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულისთვის 12-წლიანი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს და საქმეზე საპარლამენტო ომისიის შექმნას ითხოვს.