,,როსნეფტი" და ,,გაზპრომი", რომელთაც არქტიკის ფსკერის ათვისების უფლება ოფიციალურად აქვთ მინიჭენული, შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ.
ამის შესახებ რუსეთის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა სერგეი დონსკიმ განაცხადა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა და აშშ-მ 2014 წლის 1 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციას არქტიკის სიღრმეში ნავთობის მოძიებისთვის საჭირო დანადგარების გადატანა აუკრძალა. აიკრძალა ასევე, რუსეთი მხრიდან ყველა მსგავსი პროექტის განხორციელება, საქმე ეხება ჭაბურღილების გათხრას და გეოლოგიური კვლევების ჩატარებას.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთმა რუსეთის მიმართ სანქციები მას შემდეგ დააწესა, რაც ამ უკანასკნელმა ყირიმის და სევასტოპოლის მიერთების პროცესი დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები