ინტერნეტში ბოინგ 777-ის კატასტროფის ამსახველი ახალი ვიდეომასალა გავრცელდა. დღემდე უცნობი კადრები სავარაუდოდ ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ თვითმფრინავის ჩამოვარდნიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული.
კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს სოფელ გრაბოვოს მოსახლეობა კატასტროფის ადგილას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას.
რამდენიმე ადგილობრივი კი ვარაუდს გამოთქვამს, რომ თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს.
მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო ავიალაინერი დონბასში 17 ივლისს სეპარატისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანი ემსხვერპლა.
ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ბმულს http://www.youtube.com/watch?v=oKsNHeKxSxk