U2-ს ლიდერი დაშავდა. პოპულარული ჯგოფის სოლისტი ბონო ველოსიპედიდან გადმოვარდა და მხარი დაიზიანა. ტრავმის გამო U2-მ „ჯიმი ფელტონის შოუში" სტუმრობა გადადო. ჯგუფის ლიდერის ტრავმა კი იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ შესაძლოა მას ოპერაცია დასჭირდეს.
მუსიკოსი კიდევ ერთ ხიფათს გასულ კვირას გადაურჩა. მის თვითმფრინავს, რომელიც დუბლინიდან ბერლინში მიფრინავდა, მოულოდნელად კარი მოსწყდა. ამის გამო თვითმფრინავიდან მუსიკოსის ბარგი გაუჩინარდა. ბორტზე მყოფთაგან კი არავინ დაშავებულა.