უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა საკუთარი კომპანია გაყიდოს. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ გერმანული „ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები უმსხვილესი საკონდიტრო საწარმოს გაყიდვაზე დაწყებულია. არ არის გამორიცხული, „როშენის" მფლობელი ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ბანკი გახდეს.
კომპანიის შეძენის სურვილს რუსული ჰოლდინგი კდვ გრუპიც" გამოთქვამს.