უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის. არსენ ავაკოვის თქმით, მთავრობას კიდევ ერთი სამინისტრო უნდა დაემატოს.
"როდის გვეყოლება ინფორმაციისა და პროპაგანდის მინისტრი?...ვფიქრობ, საინფორმაციო პოლიტიკოს სამინისტროს შექმნა აუცილებელია,"-განაცხადა ავაკოვმა გამოცემა „ინსაიდერისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
საინფორმაციო პროპაგანდის გააქტიურების მომხრეა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც. პაველ კლიმკინის თქმით, მინისტრთა კაბინეტმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ პროპაგანდის ინსტიტუტი უნდა შექმნას, რადგანაც დიპლომატიური უწყება საზღვარგარეთ საინფორმაციო პროპაგანდას დღესდღეობით მხოლოდ ენთუზიაზმზე ეწევა.