უამინდობა იტალიასა და შვეიცარიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ სამხრეთ შვეიცარიისა და ჩრდილოეთ იტალიის რაიონებში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მეწყერიც დაერთო. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ შვეიცარიულ ლუგანოს მიაყენა, სადაც მეწყერმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
ანალოგიური ვითარებაა შექმნილი მეზობელ იტალიაშიც. დატბორილია რამდენიმე დასახლებული რაიონი და სასოფლო-სამეურნეო მიწები. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. სინოპტიკოსთა ვარაუდით, ევროპოს სამხრეთ ნაწილში უამინდობა კვირის ბოლომდე გასტანს.