ბრიუსელი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ევროკავშირის ლიდერები დღეს რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს განიხილავენ.
ბრიუსელში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე პირველი კომენტარი დანიის საგარეო მინისტრმა გააკეთა. მარტინ ლიდეგაარდმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მოსკოვზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, სანქციები პროპორციული უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის შავი სია სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნითა და კომპანიით გაიზრდება. ამასთან, ლიდეგაარდი რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების მომხრეა.