პარლამენტის ნდობის ჯგუფი მიმდინარე კვირიდან თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლას დაიწყებს.
„აუდიტის სამსახურიდან ჩვენ მოვითხოვეთ სხვა უწყებების შემოწმების მასალებიც. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ მუშაობს ჩვენი მთავრობა. ძალიან კარგია, თუ აუდიტმა ეს მასალები დადო. მუშაობა უკვე დაწყებულია, შესაბამისად მომავალი კვირიდან უფრო აქტიურ ფაზაში გადავა ეს საკითხი", - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ „რუსთავი2"-თან საუბრისას.
აუდიტის სამსახურმა 2011, 2012 და 2013 წლის პირველი ნახევრის შესწავლა ირაკლი ალასანიას მოთხოვნით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები