მაიკ ტაისონი ახალ ამპლუაში. ლეგენდარულ მოკრივეს ოტელოს როლის შესრულება სურს.
„ძალიან მინდა შექსპირის ეკრანიზაციაში მივიღო მონაწილეობა. ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ პიესაში რა როლის შესრულებას ვისურვებდი, მაგრამ მაგალითისთვის, ოტელოს როლზე უარს არ ვიტყოდი. ოტელო შავი ბიჭია. მგონი მის როლს შევეფერები,"-განაცხადა ლას-ვეგასში Soul Train Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე ტაისონმა.
დღემდე ყველა დროის საუკეთესო მოკრივემ 55-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა. ფილმებში ის ძირითადად საკუთარ თავს ანსახიერებდა.