სილვიო ბერლუსკონი საავადმყოფოში მოხვდა. გაზეთ La Stampa-ს ინფორმაციით, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილანის კლინიკაში თვალის ანთებით მიიყვანეს. ექსპრემიერის ოფიციალური წარმომადგენლის, ალბერტო ძანგრილოს განცხადებით, ბერლუსკონი კლინიკაში სავარაუდოდ ერთ კვირას დაჰყოფს. დასჭირდება თუ არა 77 წლის ყოფილ პრემიერს თვალის ოპერაცია, ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები