უკრაინას კონფლიქტი არ სურს, თუმცა "ტოტალური ომის" სცენარისთვის მზად არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მე რუსეთთან ომის არ მეშინია. ტოტალური ომის სცენარისთვის უკვე მოვემზადეთ. უკრაინის არმია დღეს უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 5 თვის წინ იყო და გარდა ამისა, მხარს მთელი მსოფლიო გვიჭერს. ჩვენ მშვიდობა გვინდა, თუმცა იძულებულნი ვართ, უარესი სცენარისთვის ვემზადოთ,"-განაცხადა პოროშენკომ.