რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე-ცენტრისტების ლიდერმა გაიმარჯვა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია, წინასწარი მონაცემებით კი არჩევნებში კლაუს იოჰანისი ლიდერობს. მისმა უშუალო კონკურენტმა, პრემიერმა ვიქტორ პონტამ დამარცხება უკვე აღიარა. 55 წლის იოჰანისი ეთნიკური გერმანელია. დღემდე მას ქალაქ სიბიუს მერის პოსტი ეკავა. ახლადარჩეული პრეზიდენტი რუმინეთის მოსახლეობას კორუფციასთან ბრძოლასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ჰპირდება.
მასალის გამოყენების პირობები