ნაპოლეონ ბანაპარტის ცნობილი ქუდი სარეკორდო ფასად გაიყიდა. სამხრეთ კორეელმა კოლექციონერმა მასში მილიონ 900 ათასი ევრო გადაიხადა. აუქციონზე, რომელიც ქალაქ ფონტენბლოში გაიმართა, გასაყიდად ნაპოლეონის კუთვნილი ათობით აქსესუარი გამოიტანეს. ყველაზე ძვირადღირებული ლოტი თავდაპირველად 400 ათას ევროდ იყო შეფასებული, თუმცა მასში 5-ჯერ მეტი თანხა გადაიხადეს.
მასალის გამოყენების პირობები