,,გერმანიის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომელი რუსული მხარის მოთხოვნით ფედერაციიდან გამოვიწვიეთ. ეს ქმედება რუსეთის მხრიდან ,,საპასუხო ზომის მიღებად"უნდა ჩაითვალოს." - აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე, გერმანიის ხელისუფლებამ ბონიდან რუსეთის საკონსულოს თანამშრომელი გააძევა, რომელიც შპიონაჟში იყო ეჭვმიტანილი. გერმანიის სპეცსამსახურები მას რამდენიემ თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
ბერლინში აღნიშნავენ, რომ დიპლომატი გერმანიიდან ,,ზედმეტი ხმაურის გარეშე" გამოაძევეს.
,,ეს არის ჩხვლეტების გაცვლის პოლიტიკა, რაც არვიცითი, რა შედეგამდე მიგვიყავსნ." - აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები