„ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ამერიკელ მძევალ პიტერ კასიგს თავი მოჰკვეთეს.
შეერთებული შტატების მოქალაქე, რომელიც ჰუმანიტარული მისიის თანამშრომელი იყო, ისლამისტებმა სირიაში 2013 წელს გაიტაცეს.
26 წლის პიტერ კასიგი შეერთებული შტატების არმიის რეინჯერი იყო, რომელიც 2007 წელს ერაყში მსახურობდა. იგი ლიბანსა და სირიაში ლტოლვილებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა.