ავსტრალიაში გამართული ,,დიდი ოცეულის" სამიტდან პუტინი ამ დილით, ადრიანად გაემგზავრა. მისი წავლიდან მალევე, დასავლეთის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ ქმედებებეზე სალაპარაკოდ შეიკრიბნენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა დიდი ოცეულის კულუარებში მიმდინარეობს. შეხვედრა ბარაკ ობამას ინიციატივით შედგა და მასთან ერთად საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ბრიტანეთის პრეზიდნტი დევიდ კემერონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და იტალიისა და ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელები მატტეო რენცი და მარიანო პახოი ესწრებიან.
მათ გარდა საგანგებო შეხვედრაში ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟან კლოდ იუნკერიც მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დილით, კომუნიკეს მიღებამდე, ვადაზე ადრე დატოვა ,,დიდი ოცეულის" სამმიტი, რომელიც ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში დღეს დასრულდება.
პუტინმა ნაადრევი გამგზავრება გადატვირთული გრაფიკით და გამოძინების სურვილით ახსნა.
როგორც ცნობილია, საერთაშორისო ფორუმზე მის მონაწილეობას მრავალი სკანდალი ახლდა თან.