საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროფესორ გივი ლობჟანიძის წიგნის "სამართლის ფილოსოფიის" (I და II ნაწილები) პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტმა, თბილისის უნივერსიტეტმა, შავი ზღვის უნივერსიტეტმა, ეკონომიკისა და ბიზნესის აკადემიამ, შავი ზღვის უნივერსიტეტმა, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტებმა და სხვა უმაღლესმა სასწავლებებმა.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სამართლის სკოლებისთვის. იურისტების გარდა წიგნით საინტერესოა ფილოსოფოსების, პოლიტოლოგების, აგრეთვე, ფილოსოფიურ-სამართლებრივი პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.
პროფესორ გივი ლობჟანიძის „სამართლის ფილოსოფიის" საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და თითქმის არ დარჩენილა მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მასში არაა განხილული. ღონისძიების ორგანიზატორთა განცახდებით, სახელმძღვანელოს მიზანია, სტუდენტ ახალგაზრდობას დაეხმაროს სამართლებრივი და ფილოსოფიური ცნებების, მეთოდების ფორმების, სამართლებრივი ცნობიერების, ყოფიერების, შემეცნების ღირებულებებისა და ფენომენების შესწავლაში. ამასთან, წიგნის მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს სახელმძღვანელო პრინციპები, რომელთა საშუალებითაც ისინი, პირველ ყოვლისა საკუთარ თავში, ხოლო შემდეგ აზროვნების ლაბირინთებში ჩაღრმავების აუცილებლობაში დარწმუნდებიან.