რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებისსაკითხს ევროკავშირი 17 ნოემბერს განიხილავს. ამის შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარემ ჰერმან ვან რომპეიმ განაცხადა.
„რუსეთმა უნდა შეაჩეროს აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის შეყვანა და დონბასიდან ჯარების გაყვანა უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, მოსკოვმა საკუთარი გავლენა უნდა გამოიყენოს და სეპარატისტებს მინსკის შეთანხმებით აღებული პირობების შესრულება უნდა აიძულოს,"-განაცხადა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში „დიდი ოცეულის" სამიტს ესწრება.