ევროპულმა მოდულმა „ფილიმ" კოსმოსში მისია უკვე შეასრულა. კოსმოსურ ზონდ „როსეტას" მან კომეტა 67R-დან უნიკალური მონაცემები გადასცა. ამის შემდეგ მუდული ე.წ. „მძინარე რეჟიმში" გადავიდა. აპარატს ენერგიის მარაგი სავარაუდოდ უკვე ამოეწურა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს განმარტებით, კომეტიდან მიღებული მასალები უნიკალურია და მისია შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. მოდული „ფილი" კომეტაზე 2 დღის წინ დაჯდა. 67R-ის დასალაშქრად ევროპის კოსმოსურ სააგენტოს 10 წელი დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები