შეერთებული შტატები ერთადერთი სუპერ-სახელწიფოა, რომელიც რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად წამყვან როლს თამაშობს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ბარაქ ობამამ განაცხადა.
„ჩვენ ვცდილობთ უკრაინაში რუსული აგრესიის შეჩერებას, რადგანაც ის საფრთხეს არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლი მსოფლიოსთვის წარმოადგენს. ეს დონბასში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებამაც დაადასტურა,"-განაცხადა აშშ პრეზიდენტმა ბრისბენში „დიდი რვიანის" სამიტზე.