უკრაინის სახელმწიფო პოლიტიკა ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნებისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. უკრაინის ლიდერის თქმით, კოალიციური შეთანხმების სამუშაო ვარიანტი უკვე მზადაა. დოკუმენტი დონეცკსა და ლუგანსკზე კონტროლის აღდგენასაც ითვალისწინებს.
გარდა ამისა, კიევი რუსეთის წინააღმდეგ სარჩელებს საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში შეიტანს. კოალიციური მთავრობის უახლოეს გეგმებში სასამართლოს, ძალოვანი სტრუქტურებისა და ანტიკორუფციული რეფორმებიც შედის.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინა „ბლოკში არშემავალი" სახელმწიფოს სტატუსს იხსნის და ევროინტეგრაციის კურსს უბრუნდება.