მოსკოვმა უკრაინიდან ყველის ნაწარმის იმპორტი შეაჩერა. „როსპოტრებნადზორის" გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა. უწყების განმარტებით, უკრაინული ყველი რუსეთის სანიტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რის შესახებაც უკრაინულ მხარეს უკვე ეცნობა.
ერთი თვის წინ რუსეთმა უკრაინიდან რძის პროდუქტების, მარცვლეულის, სოიოს, თევზის, ხილ-ბოსტნეულის, ტკბილეულისა და სპირტიანი სასმელების იმპორტი აკრძალა.