რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო ძალის გამოსაყენებლად აქტიურად ემზადება. რუსული აგრესია სავარაუდოდ ზამთრის დაწყებამდეა მოსალოდნელი, თუმცა შესაძლოა, თარიღმა 2015 წლის თებერლისთვისაც გადაიწიოს.
ასეთ დასკვნამდე არმიის კონვერსიისა და განიარაღების ცენტრის ის ანალიტიკოსები მივიდნენ, რომლებმაც ,,საგარეო აგრესიის თავიდან აცილების მიზნით უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების" თემა სპეციალურ ,,მრგვალ მაგიდასთან" განიხილეს.
,,ცენტრის ანალიზებზე დაყრდნობით, აგრესიის აქტი შესაძლოა ზამთრის დაწყებამდეც განხორციელდეს. თუმცა, რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი დრო შეიძლება ზამთრის მეორე ნახევარი, 2015 წლის თებერვალი იყოს." - ნათქვამია ანალიტიკური ცენტრის მიერ გაკეთებულ დასკვნაში.
სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლი ომისთვის აქტიურად ემზადება, რაზეც სამი გარემოება მიანიშნებს. ესენია: რუსეთის ფედერაციიდან დაქირავებული მებრძოლების შესვლა უკრაინაში, რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფების მოძრაობა და დონბასის მცხოვრებლები, რომლებმა იარაღი ხელში აიღეს.
ამავე დროს, ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ვალენტინ ბადრაკმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით ნატო სისუსტეს იჩენს, უკრაინას რუსეთის მოგერიება საკუთარი ძალებით მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები