სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მერიის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დაირგო.
დღეს 2000 კვადრატულ მეტრზე 200 ძირი ნეკერჩხალი, იფანი და სხვადასხვა წიწვოვანი ხე დარგეს.
გამწვანებაში მონაწილეობა კალათბურთელმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა და სკოლა "21-ე საუკუნის" მოსწავლეებმა მიიღეს.
მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, აქციაში სკოლის მოსწავლეების მონაწილეობა ერთჯერადი არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.