რუსეთი მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ეუთო და ნატო აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების შეყვანის ფაქტს ადასტურებს, რაშიც ვაშინგტონს ეჭვის შეტანის საფუძველი არ აქვს. პსაკის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის მიმართ პოლიტიკას არ შეიცვლის, დამატებითი სანქციები გარდაუვალი იქნება, რაზეც ვაშინგტონი და ევროკავშირი უკვე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები